9 და 10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში "CU დასი"-ს სპექტაკლი - „მოგესალმებით საქართველოში“ - გაიმართა.
სპექტაკლს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სპექტაკლი დაიდგა ტენეს უილიამსის პიესის - „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვია“ - სიუჟეტის მიხედვით, რომელიც ადაპტირდა CU დასი“-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. ასევე დადგმაში გამოყენებული იყო ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ მუსიკალური ვარიაციები.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ:
კირა სტურუა - ანკა თათარაშვილი
გეგი პირველი - ნიკი პერკინი
ელენე სტურუა - მარიამ მერკვილაძე
სესილი გრინი - სალომე ცინცაძე
ადა მებუკე - ნინი გოგია
თარაშ აბიათარი - კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (მოწვეული მსახიობი)
ეპიზოდურ როლებში:
კარლენ შახდინაროვი, გუჯი დაშნიანი, ნანო ღვინიანიძე, მარიკო თოდაძე, საბა ჩიჩუა.
აუდიო ჩანაწერი - ბათო ახალბედაშვილი, ანა ჯვარშეიშვილი, ბასტო გოგუა, ნენე ღაღანიძე, კარლენ შახდინაროვი, გიორგი მოსიძე, მაშო ბაკურაძე, გოგა თხინვალელი, სანდრო წიკლაური, გიორგი გაჩეჩილაძე, ელენე ცინცაძე, ელენე ღუღუნიშვილი, ბარბარე ღუღუნიშვილი.
სპექტაკლის რეჟისორია ვატო ჯუღელი, სცენოგრაფია და კოსტიუმები - ხატია დავითაშვილი, ტექნიკური ჯგუფი - გიორგი გაჩეჩილაძე.
“CU დასი“ 2010 წელს სახელმწიფო მართვის სკოლის ბაზაზე, ამავე სკოლის დეკანის, მზია მიქელაძის ინიციატივით დაარსდა. ეს არის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული და უნივერსიტეტის სივრცეში მოქმედი თეატრალური გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მიღებული აქვს საერთაშორისო ფესტივალის - „ნიღაბი“ - ფარგლებში არა ერთი ჯილდო.
დღეს „CU დასი“ უკვე უნივერსიტეტის ყველა სკოლას და სწავლების ყველა საფეხურს აერთიანებს, რომელიც აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების განხორციელებას.