CUnicorn+ | პრე-აქსელერაციის პროგრამის ოფიციალური გახსნა

23 სექტემბერი 2025

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო 10-კვირიანი ინტენსიური სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+, რომელშიც მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 11 ტექნოლოგიური სტარტაპი:

 

  • Klics
  • Stipendia.ge
  • Laklaka
  • Sivrce AI
  • Seekers
  • Extera
  • Owlee
  • ArtOa.io
  • WashyWashy
  • Stamo.AI
  • Riftveil

22 სექტემბერს გაიმართა პროგრამის ოფიციალური  გახსნითი შეხვედრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდნენ პროგრამის მიზნებს, სტრუქტურას, მონაწილე გუნდებს და პროგრამის მენტორებს.

 

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ:

 

  • კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
  • ეივან კალი – კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო თბილისში
  • ლევან დარსალია – თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
  • ბობ სმიტი – აღმასრულებელი დირექტორი, ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
  • ირენა მელუა – კავკასიის უნივერსიტეტის  ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით
  • ირაკლი სვანიძე –  კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

CUnicorn+ ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების წახალისებას, სტარტაპების სწრაფ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას, ქმნის პრაქტიკულად ორიენტირებულ გარემოს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.

 

პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.

 

პროგრამის საპრიზო ფონდი - $10 000!

 

“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.