Erasmus+ პროექტი „მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში“

11 იანვარი

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში 
და მიზნად ისახავს ევროპელ პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარების შედეგად მშვიდობის კვლევების მიმართულების დაფუძნებას საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. პროექტი განხორციელდება სამი წლის განმავლობაში და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ქართველი პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება, მოდულების ჩამოყალიბება და ინტეგრირება სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის დაფუძნება, რეფერირებადი ჟურნალის გამოცემა, მშვიდობის კვლევებში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, ქართველი სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრების გამართვა.
 
შეხვედრა გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ პროექტის როლს საქართველოში მშვიდობის და კონფლიქტების კვლევების კუთხით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

პროექტში ჩართულია ოთხი ქართული უნივერსიტეტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები მშვიდობის კვლევების მიმართულებით: ინსბრუკის უნივერსიტეტი/University of Innsbruck (ავსტრია), ოლსტერის უნივერსიტეტი/University of Ulster (გაერთიანებული სამეფო), დუბლინის უნივერსიტეტი/Dublin City University (ირლანდია), დუბლინის ტრინიტის კოლეჯი/Trinity College Dublin (ირლანდია).



{phocagallery view=category|categoryid=731|limitstart=0|limitcount=0}