კავკასიის უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის სკოლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს 2025 გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამას Sciences Po-ს უნივერსიტეტში, საფრანგეთი.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2025 გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია Sciences Po-ს შემდეგ კამპუსებში და შემდეგ აკადემიურ პროგრამებზე:
Level of Studies |
Length of the Mobility |
Program |
Campus |
Language of Instruction |
Information about offered courses |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
ევროპისმცოდნეობა |
Dijon Campus ან Nancy Campus |
ინგლისური |
|
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
საჯარო მმართველობა
დიმპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები |
La Havre Camus/ ან Menton Campus |
ინგლისური |
მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მესამე კურსის მეორე სემესტრში.
*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი (ოთახი B29);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი B29);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- ir@cu.edu.ge.