ერასმუს+ ის მობილობა ადმინისტრაციული პერსონალისთვის კადიზის უნივერსიტეტში, ესპანეთი

1 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კადიზის უნივერსიტეტში, ესპანეთი, მონაწილეობის მისაღებად.

 

პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების და დაგეგმილი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

კადიზის უნივერსიტეტში მობილობისთვის დადგენილი დაფინანსება გაიცემა რეგიონზე და არა კონკრეტულ უნივერსიტეტზე, შესაბამისად მობილობაში მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწვეტილებას იღებს მიმღები მხარე.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთკვირიანი (5 სამუშაო დღეს+ 2 დღე მგზავრობისთვის). ვიზიტის პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი.

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს, თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.