|
კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ ფარგლებში, მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ გამოცემისთანავე განთავსდა პროექტის ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე.
თავიდანვე მიიპყრო პროფესიული საზოგადოების ყურადღება და არაერთი მასწავლებელი გამოგვეხმაურა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თანამედროვე საქართველოში პროგრესი, განვითარება და სწორი არჩევანი სწორედ რომ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ასოცირების პროცესის შესახებ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ სრულფასოვანი და სწორი ინფორმაცია. სახელმძღვანელო გასცდა პროექტის ფარგლებს.
იტალიურ სკოლაში „ცისკარი“ უკვე დაიწყო სასწავლო პროცესში სახელმძღვანელოს იმპლემენტაცია.