პირველი საერთაშორისო შეხვედრა კვლევის ეთიკის პროექტის ფარგლებში

10 მაისი 2023

 

 

პირველი საერთაშორისო შეხვედრა კვლევის ეთიკის პროექტის ფარგლებში

 

 

2-5 მაისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ პირველი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა ქალაქ პრაღაში, რომელსაც ჩარლზის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის დარგში ირენა მელუა, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია. თამარ ჩოკორაიამ წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პოლიტიკა აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით და კონსორციუმის დისემინაციის გეგმის სამუშაო ვერსია.

 

კონსორციუმის წევრებმა შეხვედრებზე განიხილეს პროექტის მიზნები, მონაწილეთა ფუნქციები და სამოქმედო გეგმა.  გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს კვლევის ეთიკის შესახებ.

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

 

პროექტის კოორდინატორი:

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.