საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

29 მარტი 2023

28 მარტს, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.

 

სპიკერი: ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა დეტალურ ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც რენის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.

 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.