საინფორმაციო შეხვედრა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საერთაშორისო პროექტის ფარგლებში

23 ოქტომბერი 2025

20 ოქტომბერს, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ონლაინშეხვედრა მიმდინარე საერთაშორისო პროექტის - „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ - შესახებ.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ თამარ ჩოკორაია, კავკასიის უნივერისტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი და დავით წიკლაური, კვლევის ხელშეწყობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.

 

მათ საუნივერსიტეტო საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და გეგმები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროექტის საკვანძო საკითხებმა, კერძოდ, კვლევის კომიტეტის საქმიანობისა და ასევე კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის სასერტიფიკატო კურსთან დაკავშირებულმა თემებმა.  

 

შეხვედრის მიზანი იყო კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეთიკური სტანდარტების ამაღლება ქართულ აკადემიურ სივრცეში.

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

 

პროექტის კოორდინატორი:

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.