საერთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია

11 იანვარი
მიმდინარე პროექტზე "ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში" (IncoNetCA/SC) მუშაობენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-15 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: "ევროკავშირის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარების და ინოვაციების სფეროში საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ: პრიორიტეტები, ნაირსახეობა და სინერგია პოლიტიკასა და საშუალებებს შორის". ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ პროექტის კონსორციუმის წევრები: საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდი, შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი - ICBSS (საბერძნეთი) და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს პროექტების მენეჯმენტის სააგენტოსთან არსებული საერთაშორისო ბიურო (DLR).

კონფერენციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა და მეცნიერების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ჩართულმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 70-მდე უცხოელი სტუმარი ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.

ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მომავალი (ჩარჩო) პროგრამის "Horizon 2020" ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონფერენციის თემატიკა მოიცავდა საზოგადოებრივ და გლობალურ გამოწვევებთან (კლიმატის ცვლილებები, ჯანმრთელობა და ენერგეტიკა) დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.