ჟან მონეს კათედრა „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“
2026 წლის 9-10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და Erasmus+ ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინურ აკადემიურ დიალოგს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ისტორიული გამოცდილების, თანამედროვე დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. კონფერენცია შექმნის პლატფორმას ევროკავშირის გაფართოების პროცესის სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილებების განხილვისთვის.
კონფერენცია თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ პროფესორებს, დარგის ექსპერტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და იმუშავებს რამდენიმე თემატური მიმართულებით.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა და აბსტრაქტი (150-250 სიტყვა) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: gchelidze@cu.edu.ge.
აუცილებელია subject ველში მიუთითოთ „ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა - 22 ივნისი, 2026
- ნაშრომის კონფერენციაზე დაშვების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა - 30 ივნისი, 2026
- მოხსენების სრული ტექსტის წარმოდგენის ბოლო ვადა – 5 სექტემბერი, 2026
- კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება - 18 სექტემბერი, 2026
- კონფერენციის ჩატარების თარიღი - 9-10 ოქტომბერი, 2026
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე;
კონფერენციაში მონაწილეობისათვის გთხოვთ იხელმძღვანელოთ:
- სარეგისტრაციო ფორმა
- სტატიის მომზადების ინსტრუქცია
