16 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს მოდულის EUPEACE და ერასმუსის დღეების ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“.
კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში მოხსენებით წარსდგა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორი გურანდა ჭელიძე. მისი თემა შეეხო უმაღლეს განათლებას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ევროკავშირის გაფართოების პაკეტებს. ავტორმა ყურადღება გაამახვილა მათ შორის კავშირსა და ევროპეიზაციის პროცესზე, განიხილა როგორ შეუძლია მას მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში. საინტერესო დისკუსიის ფარგლებში პასუხი გაეცა არაერთ შეკითხვას.
