ოქსფორდის გლობალურ და რეგიონულ კვლევათა სკოლის (OSGA) ორგანიზებით ფორუმი ყოველწლიურად იმართება და და მიზნად ისახავს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, რბილ ძალასა და საჯარო დიპლომატიაზე ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტში.
ფორუმის ფარგლებში, ირინე კურტანიძე მიწვეული იყო, როგორც პანელის სპიკერი და ისაუბრა მის სადოქტორო კვლევაზე, რომელიც ჰიბრიდულ დემოკრატიებში ელექტორალურ ქცევას სწავლობს.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მკვლევარ პროფესორები: ოქსფორდის, UCL-სა და ჰარვარდის უნივერსიტეტებიდან.