ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“

3 ოქტომბერი 2023

29-30 სექტემბერს, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენციას „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ კონფერენციის პლენარულ სხდომაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: “ევროპული სწავლების სავალდებულო ხასიათის მნიშვნელობა საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში“.

 

გამომსვლელებმა გააშუქეს ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული Erasmus+ ჟან მონეს პროექტებში მიღებული შედეგების მნიშვნელობა საგანმანათლებლო პოლიტიკის სრულყოფისა და ევროინტეგრაციული პროცესის გაძლიერების თვალსაზრისით. კონფერენციაში მონაწილეობდა მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელი. გაიმართა საინტერესო დისკუსიები და საფუძველი ჩაეყარა ახალ კონტაქტებს.