გამოიცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ (CEU) ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“ ნაშრომების ელექტრონული წიგნი, რომელშიც დაიბეჭდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორის გურანდა ჭელიძის სტატია „მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში: პროგრესი და გამოწვევები ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში (2023-2025)“.
სტატია მომზადებულია კათედრაზე შემუშავებული სასწავლო კურსების „ევროკავშირის სამართალი“ და „ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა“ ბაზაზე. ნაშრომი მიმოიხილავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობას ევროკავშირის 2023-2025 წლების გაფართოების პაკეტების შეფასების საფუძველზე. კვლევა აანალიზებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის საკანონმდებლო და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ასევე არსებული რეფორმების პრაქტიკულ შედეგებს.
იხილეთ სტატია.
