30-31 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ფარგლებში ჩატარდა ჯგუფური ლექციები თემაზე „მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“.
ლექციების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა კავკასიის უნივერსიტეტის იძულებით გადაადგილებული პირი სტუდენტები, თუმცა მათთან ერთად დიდი ინეტერსი გამოხატეს სხვა სტუდენტებმაც.
შეხვედრა ჯგუფური ლექციების ფარგლებში ჩატარდა ორ ნაწილად. ჟან მონეს კათედრის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის, გაფართოების ახალი პაკეტების შესახებ. განხილული იყო კონკრეტული მაგალითები, სტატისტიკური მონაცემები, ორ მხარეს შორის არსებული გამოწვევები. სტუდენტებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ. შეხევდრაზე დაისვა და პასუხი გაეცა არაერთ საინტერესო შეკითხვას. ჯგუფური ლექციის მუშაობაში მონაწილეობდა 35 სტუდენტი.
