2025 წლის 12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჟან მონეს სამეცნიერო კონფერენცია „იკვლიე ევროკავშირი საქართველოსთვის“. კონფერენცია განხორციელდა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“.
კონფერენციას მოდერატორობდნენ ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი პროფესორი ეკატერინე ქარდავა და ჟან მონეს მოდულის პროფესორი გურანდა ჭელიძე.
სამეცნიერო კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ და კავკასიის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ ხუციშვილმა.
კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლებისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის ეკონომიკის სკოლა, კავკასიის მედიცინის სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებები ეხებოდა ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკებს, კანონებს, პრაქტიკებს, სტრატეგიებს. თითოეული მათგანი ემსახურებოდა ახალი ცოდნის შემოტანას ქართულ სამეცნიერო სივრცეში და ქმნიდა სწორ და ზუსტ წარმოდგენას ევროკავშირის შესახებ.
კონფერენციის პროცესი დაიყო სამ სესიად და ბოლოს განხორციელდა შეჯამება. კონფერენციას ესწრებოდა 73 პირი (62 ქალი და 11 კაცი).
მომხსენებლებს დაურიგდათ ციფრული სერტიფიკატი.
მომხსენებლები და თემები, იხ. დღის წესრიგში.