საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნა

1 ოქტომბერი 2025

29 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. 

 

უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 29 სექტემბერი - 3 ოქტომბრის კვირაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობს ევროპის სხვადასხვა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის, ირენა მელუას, სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.


აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და მოქმედი სასწავლო პროგრამების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საერთაშორისო კვირეული მოიცავს, როგორც ინფორმაციულ სესიებს ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამების ინიცირებისა და განხორციელების მეთოდოლოგიის, უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტმანტის მიერ გაცემული სტუდენტური სერვისების და შეხვედრებს Enricher Hubs-ის პროექტის  ფარგლებში მდგრადი ტურიზმის შესახებ, ასევე რელევანტურ ფაკულტეტებთან გათვალისწინებულ სალექციო საათებს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე კულტურული აქტივობებიც თბილისსა და კახეთის რეგიონში, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ კულტურული და გასტრონომიული გამოცდილება.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული  ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამაში და ეროვნული სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განხორციელებული მობილობებითა და დაფინანსებული პროექტების მიხედვით.