20 ივლისს, პროექტის “Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research” ფარგლებში გაიმართა ონლაინ სემინარი თემაზე: საქართველო, სომხეთი და "გერმანული პერსპექტივა" კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
პროექტის მიზანია პროფესიონალ ჟურნალისტებთან, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
სემინარზე მოხსენება წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ეკა აკობაიამ. მან ისაუბრა საქართველოში არსებულ მოვლენებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ განვითარებაზე. პროექტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტებმა.
ონლაინ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი იყო ინტერაქციული, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ მოსაზრებები საქართველოში, უკრაინასა და ყარაბაღში არსებული კონფლიქტისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მედიის როლზე.
მედია დიალოგის პროექტის ფარგლებში შემდგომი კონფერენცია გაიმართება სექტემბერში, კავკასიის უნივერსიტეტში.