აკადემიკოს როინ მეტრეველის სახელობის აუდიტორიის გახსნა

6 თებერვალი 2020

6 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის სახელობის აუდიტორია და პირადი ბიბლიოთეკის სივრცე გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ როინ მეტრეველზე ისაუბრეს, მისი საქმიანობა და პროფესიონალიზმი შეაფასეს. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა კახა შენგელია, რომელმაც აკადემიკოს როინ მეტრეველის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

როინ მეტრეველი იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის, საზოგადოებრივი აზრისა და დიპლომატიის ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა შორის 12 მონოგრაფიაა. არის საქართველოს ისტორიის უმაღლესი და საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების ავტორი. 

 

აღსანიშნავია მისი წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის შექმნასა და თავდაპირველ წარმატებაში. მისი მხარდაჭერით მიიღო კავკასიის ბიზნესის სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი.