პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა

3 ივლისი 2024

2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ისტორიკოსისა და არქეოლოგის, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზურაბის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ზურაბ ბრაგვაძის შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარდგნენ სხვა სტუმრებიც, რომლებმაც ყურადღება ზურაბის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს. მათ გაიხსენეს პროფესორის მოღვაწეობა და წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში.

 

ზურაბ ბრაგვაძე კავკასიის უნივერსიტეტში 2011 წლიდან ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში: ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. მათ შორის  5 მონოგრაფია და 2  სახელმძღვანელო.

 

პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ინტელექტით, პროფესიონალიზმითა და კეთილშობილებით. იგი დამსახურებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა კოლეგებსა და სტუდენტებს შორის.

 

ზურაბ ბრაგვაძის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.