2025 წლის 29 აპრილს, პროექტის „Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages“ (პროექტის № 101193593) ფარგლებში, გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების პირველი ოფიციალური ონლაინ შეხვედრა – პროექტის საწყისი (Kick-off) შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა WP1 - პროექტის მართვა და კოორდინაცია სამუშაო პაკეტის ფარგლებში.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო პროექტის ოფიციალური დაწყება, პარტნიორი ორგანიზაციებისა და პროექტში ჩართული გუნდის წევრების წარდგენა, პროექტის კონცეფციის, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და განხორციელების ძირითადი ეტაპების განხილვა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მართვისა და კოორდინაციის საკითხებს, მათ შორის პარტნიორი ორგანიზაციების როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის პროცედურებს, სამუშაო გეგმას, ძირითად ვადებსა და დაგეგმილ აქტივობებს.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, შეაჯერეს მოლოდინები და შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
