ერაზმუს+ პროექტ E-PSY-ის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

28 დეკემბერი 2022

 

 

28 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა.

 

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის)  ოფიციალური დოკუმენტების განვითარება წარმოადგენს, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.

 

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის დაფუძნებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამ დახმარებას მათ გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალიზებულ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.

 

პროექტის კოორდინატორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს