საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტები“

11 დეკემბერი 2025

10 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაერთიანებული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, კომპანია „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ სახელით  ქალბატონმა ელისო რუხაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტები“.

 

ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა:

 

  • ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები და არსებული გამოწვევები;
  • მსხვერპლის მხარდაჭერისა და დაცვის მექანიზმები;
  • ფსიქოლოგიური გავლენები და დაზარალებულთა საჭიროებები;
  • პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკური სტანდარტები.


შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.