საჯარო ლექცია - „ევროდირექტივების შემოღების გამოწვევები ტურიზმის ახალ კანონში“

18 მარტი 2024

15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტურიზმის სკოლის პროფესორის გიორგი ბრეგაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციის თემა იყო „ევროდირექტივების შემოღების გამოწვევები ტურიზმის ახალ კანონში“.

 

ლექციაზე მიმოხილული იქნა საქართველოს ტურიზმის ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან თემებთან, როგორიცაა: მომხმარებელთა დაცვა, მომსახურების ხარისხი, ტურისტთა უსაფრთხოება, ტურიზმის ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია; ევროდირექტივების ტურიზმის კანონში ინტეგრაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა; მეორად კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

 

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.