საჯარო პოლიტიკის პილოტური ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორისთვის

16 ივლისი 2024

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში, დისკუსია და პოლიტიკის ნარკვევების საჯარო პრეზენტაცია ჩატარდა.

 

ავტორებმა - ვიქტორია არაქელიანმა (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა) და ნინო შაქარაშვილმა (კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა) საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს. ვიქტორია არაქელიანმა წარადგინა პოლიტიკის ნარკვევი თემაზე: „უფსკრული ეთნიკური უმცირესობების და პოლიტიკურ პარტიებს შორის: ბარიერები და გამოწვევები არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში“, ხოლო ნინო შაქარაშვილმა გააკეთა თავისი ნაშრომის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა NEET ახალგაზრდებს საქართველოში.

 

ავტორებმა ასევე შეიმუშავეს საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც სხვა ახალგაზრდული პრობლემებია წარდგენილი და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

 

პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის პილოტური ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.