RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations

22 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტმა “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations”-ის პარტნიორებს უმასპინძლა. ღონისძიება პირველი სამუშაო შეხვედრის (Kick-off Meeting) ფარგლებში გაიმართა.

 

შეხვედრის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა -  კახა შენგელიამ, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა - ქეთევან კარბაიამ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, მისია და ხედვა, მიმოიხილეს არსებული ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გერმანიის, საბერძნეთისა და უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს მოწვეულ სტუმრებს  ჰქონდათ შესაძლებლობა კამპუს ტურის ფარგლებში დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი.

 

პროექტში ჩართული 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია  3 წლის განმავლობაში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის პოლიტიკის რეკომენდაციებზე, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებასა და მწვანე მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვაზე იმუშავებს.  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

 

იხილეთ ვიდეო

 

იხილეთ ვიდეო.