შეხვედრა სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლებთან

10 თებერვალი 2023

10 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში,შეხვედრა გაიმართა ორი სამეცნიერო ჟურნალის „შედარებითი სამართლის ჟურნალის" და "სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წარმომადგენლებთან - ლადო სირდაძესთან და ირაკლი სასანიასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში რედაქტორებმა ისაუბრეს როგორც ჟურნალის თემატიკის, საგამომცემლო პოლიტიკის, ასევე, სამართლის დიგიტალიზაციის, მედიცინასა და სამართალში ხელოვნური ინტელექტის როლზე.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ და მონაწილეობა მიიღეს სამართლის სკოლის დოქტორანტებმა და აკადემიურმა პერსონალმა.