„მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” - პირველი სამუშაო შეხვედრა

21 მარტი 2024

20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” - პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

დამსწრეებს სიტყვით მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი, ქეთი ბოჭორიშვილი.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

 

შეხვედრას ფასილიტაციას გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის მენეჯერი, სესილი ვერძაძე უწევდა.

 

ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა მონაწილეებს აქსელერაციის პროგრამის შინაარსი, მისია და მიზნები გააცნეს. წარადგინეს აქსელერაციის პროგრამის მენტორები, ასევე, ფასილიტატორი და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც გამოწვევების იდენტიფიცირება იყო, პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განიხილეს მათი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და შეასრულეს თემატური სავარჯიშოები.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა ინოვატორებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.

 

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.