იდეათონი - Smart City Solutions for a Better Tomorrow

3 დეკემბერი 2025

29-30 ნოემბერს, რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში წარმატებით განხორციელდა 2-დღიანი იდეათონი - Smart City Solutions for a Better Tomorrow, რომელიც რუსთავის ციფრული განვითარების სივრცესთან თანამშრომლობით განახორციელა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმოების ცენტრმა.

 

ღონისძიების მიზანი იყო რუსთავში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ინოვაციური მიდგომების, სტარტაპ ინსტრუმენტებისა და ურბანული განვითარების ტექნოლოგიური ხედვის პრაქტიკული გაცნობა. ორ დღეში, მონაწილეებმა იმუშავეს ჭკვიანი ქალაქის კონცეფციისთვის აუცილებელ ძირითად კომპონენტებზე - ტექნოლოგია, მდგრადობა და ინკლუზიურობა - და მიიღეს გამოცდილება იდეაციის, დიზაინ აზროვნების, ბიზნეს მოდელის და Pitch Deck-ის მომზადების მიმართულებით. 

 

იდეათონში მენტორების სახით ჩართულები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მოწვეული ლექტორი, ასევე სოფო ბეგაშვილი - არქიტექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი და დოქტორი.

 

იდეათონის ფარგლებში მოსწავლეებმა გუნდურად შეიმუშავეს ქალაქის ციფრული და მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ინოვაციური გადაწყვეტები და დასკვნით ეტაპზე საკუთარი იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს. 

 

კონკურსის ბოლოს გამოვლინდა რჩეული გუნდი, რომელსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტისა და რუსთავის ციფრული განვითარების სივრცის მხრიდან.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, წვლილი შეეტანათ ისეთი გადაწყვეტების შემუშავებაში, რომლებიც ინოვაციურობითა და სისტემური მიდგომით გამოირჩეოდა. ეს ფუნდამენტური იყო არსებული ურბანული და ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად და იდეების წარმატებული იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.