ერასმუს+ ჟან მონეს კათედრამ „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (Jean Monnet Chair: 101175522 — EU-PPS) 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მეორედ უმასპინძლა საკვირაო სკოლას „თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“.
2025 წლის 28 მარტს საკვირაო სკოლა ჩატარდა სკოლის მოსწავლეებისათვის. საკვირაო სკოლის მონაწილეებს მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი.
საკვირაო სკოლის მუშაობას უძღვებოდა კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე. იგი მოსწავლეებს ესაუბრა ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის გაფართოების სპეციფიკის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და საერთშორისო პროცესებზე მისი გავლენის შესახებ; საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების 2023 და 2024 პაკეტებს, დღეს საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. შეხვედრა ჩატარდა საკვირაოს სკოლისათვის შემუშავებული მოდულისა და დღის წესრიგის შესაბამისად. მოსწავლეებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
საკვირაო სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ოცმა უფროსკლასელმა სხვადასხვა საჯარო სკოლიდან.