თენგიზ ვერულავას კვლევა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

26 აგვისტო 2024

მაღალრეიტინგულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში The Ethiopian Journal of Health Development გამოქვეყნდა თენგიზ ვერულავას კვლევა "Anti-Tobacco Counseling Practice and Physicians' Attitudes towards Tobacco Smoking".

სტატიის ლინკი.

 

ჟურნალი „The Ethiopian Journal of Health Development“ ინდექსირებულია Elsevier SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ექიმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაში. თამბაქოს მიმართ პაციენტების დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე გავლენას ახდენს ექიმების ქცევა და მათი ცოდნა და შეხედულებები თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ. კვლევა მიზნად ისახავს ექიმების დამოკიდებულების ანალიზს თამბაქოს მოხმარების და მისი პრევენციის საკითხებზე პაციენტებთან კონსულტაციების შესწავლას. კვლევამ აჩვენა, რომ ექიმებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მაღალია, მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა თამბაქოს როლის შესახებ სხვადასხვა დაავადების განვითარებაში. თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ქირურგებში. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ექიმებმა არ უნდა მოიხმარონ თამბაქო მათი პროფესიიდან გამომდინარე, რადგან მათ ევალებათ კარგი მაგალითის მიცემა პაციენტებისთვის. ექიმის მიერ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული რჩევა მოტივაციას უქმნის პაციენტებს, შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება.