საჯარო ლექცია - საბჭოთა პროპაგანდის ანატომია

27 ნოემბერი 2025

26 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია და დისკუსია რუსუდან კობახიძესთან თემაზე - „საბჭოთა პროპაგანდის ანატომ“.

 

რუსუდან კობახიძე არის ილიას უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ასევე "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (სოვლაბის) მკვლევარი.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილულ იქნა საბჭოთა პროპაგანდისტული ენის მთავარი მახასიათებლები და ის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობდა საბჭოთა რეჟიმი, გაეკონტროლებინა  მასობრივი ცნობიერება, შეეცვალა ღირებულებები და საზოგადოების მსოფლმხედველობა. ყურადღება გამახვილდა საბჭოთა პროპაგანდის ენაზე, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების იარაღზე, რომელიც სამყაროს დიქოტომიურ აღქმას - “ჩვენიანებად” და “მტრებად” - უწყობს ხელს ტოტალიტარულ რეჟიმში.