IAUP-ის 2021 წლის პირველი ონლაინ სხდომა

18 იანვარი 2021
უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო IAUP დირექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში წარიმართა.
 
შეხვედრის ფარგლებში, დირექტორთა საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს 2020 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და ის გამოწვევები, რომლების წინაშეც ორგანიზაცია დგას კოვიდ19-ის გამო. იმსჯელეს დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებზე, ასევე მათი საჭიროების შემთხვევაში ონლაინ ფორმატში განხორციელებაზე.
 
დირექტორთა საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებული პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები.
 
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს.