16-29 ივნისს, ესპანეთში, სან სებასტიანში, ბასკურ კულინარიულ ცენტრში გაიმართა ტრენერების ტრენინგის ორკვირიანი პროგრამა, ტრენინგი ჩაატარეს 2011 წელს, დაარსებული მონდრაგონის უნივერსიტეტის ცნობილმა მზარეულებმა.
BCC არის გასტრონომიულ განათლებაში აღიარებული წამყვანი ინსტიტუტი, ის აერთიანებს გასტრონომიულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და კვლევისა და ინოვაციების ცენტრს, რომელიც ქმნის უნიკალურ ეკოსისტემას, ტრენინგს, ინოვაციას, კვლევას და მეწარმეობას. ცენტრს აქვს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამზარეულოები, კვლევითი ლაბორატორიები და სენსორული ანალიზის საკლასო ოთახი, ოპტიმალური სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
პროექტ “გურჯაანის აკადემია - რეგიონული გასტრონომიული ჰაბი”-ს მხარდამჭერია USAID Industry Skills Development Program და ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, Silk Hospitality-თან და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან (GTBA) პარტნიორობით.
პროექტის მიზანია, შექმნას უნიკალური საგანმანათლებლო ცენტრი და აამაღლოს საქართველოს გასტრონომიის სექტორში ტრენერების უნარები და კვალიფიკაცია, ასევე BCC-ის ინოვაციურ და სრულყოფილებაზე ორიენტირებული მიდგომით საქართველოში კულინარიული განათლებისა და ტრენინგის სტანდარტების ამაღლება.
საქართველოდან შეირჩა ცხრა საკონდიტრო ნაწარმის, საცხობისა და F&B (საკვები და სასმელი) მენეჯმენტში კვალიფიციური ტრენერი. მათი შერჩევის მიზანი იყო, რომ აემაღლებინათ პროფესიული უნარები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მომხდარიყო საქართველოს გასტრონომიის ზრდის და განვითარების ხელშეწყობა. სასწავლო პროგრამა აერთიანებდა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ მოდულებს:
- საკონდიტრო ხელოვნება (Confectionery and pastry arts);
- თანამედროვე ცხობის ტექნიკა;
- საკვებისა და სასმლის მენეჯმენტი.
მონაწილეებს გადაეცათ BCC-ს და CU-ს სერტიფიკატები ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის. საკლასო ტრენინგების გარდა, მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა სარესტორნო დაწესებულებები, სადაც წარმოდგენილი იყო კულინარიული სტილისა და მუშაობის მრავალფეროვანი სპექტრი. მათ ასევე ისადილეს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში, მიიღეს ცოდნა მაღალი დონის გასტრონომიისა და სამუშაო სრულყოფილების შესახებ.
საერთაშორისოდ აღიარებული გასტრონომიული ცენტრების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული გასტრონომიაში. ეს პროექტი არის ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანია ინდუსტრიის აქტორების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას, ცოდნის გაცვლას და საქართველოს მოსახლეობის გასტრონომიულ დარგში ცოდნის ამაღლებას. მოსალოდნელია, რომ ტრენინგს ექნება ტალღოვანი ეფექტი და გააძლიერებს ქართული გასტრონომიის ხარისხს და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტი მიზნად ისახავს კულინარიის პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდას, რომლებსაც შეეძლებათ, გასტრონომიის საშუალებით, წვლილი შეიტანონ ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ზრდაში.