განახლებული კურსების პილოტირების პროგრამა

23 თებერვალი 2026

მარტის თვიდან კავკასიის უნივერსიტეტი დაიწყებს Erasmus+ Re-Direction – Redefining Higher Education in a Digital Context პროექტის ფარგლებში ახალი მოდულებით განახლებული კურსების პილოტირების პროგრამას. რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს აკადემიურ პროგრამებს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ციფრული უნარების, ინკლუზიურობისა, უსაფრთხოებისა და მდგრადობის მიმართულებით.

 

კურსები და მათი პრიორიტეტები მოიცავს:

 

  • ICT ზოგადი კურსი: ციფრული ინფორმაციის მართვის უნარები, ონლაინ კონტენტის შეფასება, ციფრული ინფორმაციის ეთიკური და პასუხისმგებლიანი გამოყენება.
  • ინკლუზიური კომუნიკაცია: ინკლუზიური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპები.
  • მდგრადი განვითარება: ადამიანის ქმედებების ეთიკური შედეგები და ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრად განვითარებაში.
  • ფიცრული უსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ონლაინ კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა, კიბერსაფრთხეების ამოცნობა და პრევენცია.
  • ციფრული უნარ-ჩვევები: ეფექტური ციფრული კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარები.

 

პილოტირების ამოცანა: მოდულების ტესტირება და დახვეწა, სწავლის შედეგების შეფასება, უკუკავშირის შეგროვება და ევროპული უმაღლესი განათლების სტანდარტებთან ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა.