19-23 მაისის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერასმუს + ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კოჩის უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენელს ომერ ესკიჩს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე როგორც ერაზმუს+ ის, ასევე საერთაშორისო ბილატერალური პროგრამის ფარგლებში და განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლისთვის დაიგეგმა სხვადასხვა იტერაქციული შეხვედრები და აქტივობები. სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა გვანცა აბდალაძის ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში, რომლის ფარგლებშიც გაეცნო აკადემიური პროცესის მსვლელობას, სასწავლო პრინციპებს კავკასიის უნივერსიტეტში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების ინტერაქციას.
აგრეთვე, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის წარმომადგენელთან, მარიამ ბარამიძესთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ რაც უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციისთვის არის შემუშავებული უნივერსიტეტებში და მიმოიხილეს არსებული გამოწვევები.
კოჩის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ასევე შეხვდა ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს, რომლებიც 2025 შემოდგომის სემესტრიდან შეუერთდებიან სასწავლო პროცესს პარტნიორ უნივერსიტეტში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კოჩის უნივერსიტეტის სტრუქტურას და მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ კოჩის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.