16 თებერვალს, მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (WAAS) ორგანიზებით გაიხსნა კონფერენცია და გენერალური ასამბლეა "A Planetary Moment", WAAS-ის 60 წლის თავის აღსანიშნავად.
კავკასიის უნივესიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია მონაწილეობდა პანელში, სახელწოდებით: "მსოფლიო უნივერსიტეტის კონსორციუმი (World University Consortium)".
პანელზე საუბარი იყო დღევანდელი რეალობისა და მოთხოვნების ახალ ტალღაზე და ფასების ზრდაზე. ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალური ევოლუციის დაჩქარებულ ტემპზე, რომელიც უზრუნველჰყოფს მსოფლიოში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი უმაღლესი განათლების აუცილებლობას.
კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მომხსენებლებს შორის კახა შენგელიასთან ერთად იყვნენ: ირინა ბოკოვა, იუნესკოს გენერალური დირექტორი (2009-2017); რალფ ვოლფი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხთა პალატა; FWAAS ისმაილ სერაგელდინი, მსოფლიო უნივერსიტეტის კონსორციუმის დირექტორი; FWAAS მარსელ ვან დე ვორდე, მსოფლიო უნივერსიტეტის კონსორციუმის დირექტორი და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ავტორი; WAAS გერი ჯეიკობსი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის დირექტორი.
მსოფლიო უნივერსიტეტის კონსორციუმი ჩამოყალიბდა 2014 წელს WAAS-ის და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ უმაღლესი განათლების დონის ამაღლებისთვის - ახალი მოდელის შინაარსის, პედაგოგიკისა და ტრანსდისციპლინარული, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე.