პირველკურსელებისთვის Welcome Party-ი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი კავკასიის უნივერსიტეტი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა პირველკურსელებთან ერთად მაგისტრანტებმაც მიიღეს.
საღამო უკვე გამოცდილ წამყვანებს, კავკასიის უნვერსიტეტის სტუდენტებს - გიორგი კუხალაშვილს, ელენე ბაღათურიას და ქეთა მათიაშვილს მიყავდათ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე კი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ხოტივრიშვილი ზრუნავდა.
მისასალმებელი საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა. მან პირველკურსელებს არჩევანი მოუწონა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ, არა თუ საქართველოს, არამედ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარეს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო. ის, რომ პირველკურსელებს წინ სიურპრიზებით სავსე საღამო ელოდათ, ჯერ კიდევ „თბილისი ივენთ ჰოლის" შესასვლელშიც გაირკვა, როცა სტუმრად მოსულ სტუდენტებს მაჯაზე კავკასიის უნივერსიტეტის იმიჯად ქცეული ფერის - ცისფერი ლენტის შებმა მოუხდათ. დღის ბოლოს გამარჯვებულად ის დასახელდა, ვინც ყველაზე მეტი ლენტი სხვების ხარჯზე დააგროვა.
ორიგინალური თამაშების გარდა გაიმართა ცეკვის კონკურსიც, სადაც გამარჯვებულ წყვილს სიმბოლური საჩუქარი „მოოქროვილი" გვირგვინები გადაეცა. პირველკურსელები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ასევე სიმღერის კონკურსში და ვიქტორინაში.
ყველაზე დიდი ოვაცია დეკანების გამოსვლასა და შეჯიბრებას მოყვა. ბიზნესის, ტექნოლოგიების, სამართლის და მედიის სკოლის დეკანებმა პირველკურსელებს სცენიდან მიმართეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, თითოეულმა მათგანმა რჩეულ სტუდენტთან იცეკვა. გამარჯვებული წყვილი დარბაზის ოვაციებით შეფასდა, რის შედეგადაც, სიმბოლური საჩუქარი ე.წ. „დეკანის ქუდი" ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა გიორგი დათუკიშვილმა მოირგო.
დღის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წევრებთან და დეკანებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
Welcome Party გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს კავკასიის უნივერსიტეტი პირველკურსელთა მიღების განსაკუთრებული რაოდენობით გამოირჩევა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტში სწავლა 695 სტუდენტმა დაიწყო.
{phocagallery view=category|categoryid=105|limitstart=0|limitcount=0}