CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times რეიტინგშია

16 ოქტომბერი 2023

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB)  და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 74-ე ადგილს იკავებს.

 

პროგრამა ასეულში კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს და სხვა წლებთან შედარებით 13 ადგილით წინაა. უსწრებს ისეთი წარმატებული უნივერსიტეტების EMBA პროგრამებს, როგორებიც არიან: Michigan State University: Broad, Cornell University: Johnson, , Georgia Tech Scheller College of Business  და სხვა.

 

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2005 წელს დაარსდა. უკვე 18 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.

 

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.