CSB-ის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანი ჭუმბურიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

18 იანვარი 2024

18 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანი ჭუმბურიძის სადისერტაციო ნაშრომის -The Analysis of The Impact of Conflict Management on Job Satisfaction and Employee Turnover in the Public Sector in Georgiaდაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი ბორის (ბუბა) ლეჟავა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა.