გამოქვეყნდა ბიზნესის სკოლის კვლევა რუსეთის სანქციებზე

24 დეკემბერი 2024

ვახტანგ ფარცვანიასა (მენეჯმენტის პროფესორი) და ერეკლე პირველის (ფინანსების პროფესორი) ერთობლივი ნაშრომი - “Western Sanctions Evasion through Third Countries: The Case of Sanctioned Cars Re-export to Russia” სკოპუსის ჟურნალში: NISPAcee Journal of Public Administration and Policy დაიბეჭდა.

 

კვლევაში შესწავლილია მესამე ქვეყნების როლი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ავლაში. საერთაშორისო სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობითა და ეკონომეტრიკული ინსტრუმენტის გამოყენებით, კვლევა აჩვენებს თუ როგორ შემცირდა მეორადი სანქციების შედეგად პირდაპირი სავაჭრო ნაკადები დასავლეთიდან რუსეთში, და ამავდროულად გაიზარდა სანქცირებული საქონლის გადამისამართება მესამე ქვეყნების გავლით. გადამისამართებული სავაჭრო არხები მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს გვთავაზობს, თუმცა საფრთხეს უქმნის შუამავალი ქვეყნების საერთაშორისო რეპუტაციას და აზიანებს მათ ურთიერთობას დასავლეთთან.

 

სტატიის ბმული.