ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნითა და ღირებულებებით აღჭურვილი ჯანდაცვის მართვის სპეციალისტები, რომლებსაც საფუძვლიანად ესმით ჯანდაცვის მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა; შეუძლიათ იმუშაონ ჯანდაცვის საჯარო ან კერძო სფეროში ორგანიზაციული მართვის მიმართულებით; გააზრებული აქვთ სახელმწიფო და კერძო ჯანდაცვითი ორგანიზაციების როლი საზოგადოებაში; შესწევთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი და კრიტიკულად იაზრებენ ჯანდაცვითი ორგანიზაციების მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქვთ ცოდნა და პრაქტიკული უნარი მონაწილეობა მიიღონ, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, განვითარებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სექტორის აღმშენებლობაში.
პროგრამა შედგენილია საქართველოს ჯანდაცვის კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ დანახული სამედიცინო ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და იზიარებს ჯანდაცვის მენეჯმენტში დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს.
კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია, სტუდენტს:
ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისათვის მაღალკვალიფიციური ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სპეციალისტების მომზადება ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტებში პროგრამის დარგობრივი კომპეტენციების განვითარებაზე, კერძოდ, ჯანდაცვის ადმინისტრირების ზოგადი და ფართო ცოდნის მიღებაზე, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ადმინისტრირების მთავარი პრინციპების, თეორიებისა და კონცეფციების შესწავლას.