პროგრამის სტრუქტურა

ჯანდაცვის მენეჯმენტის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს. პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი, მოიცავს 20 კალენდარულ კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე.. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისათვის განკუთვნილ დრო). 

 

პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია ზოგად საუნივერსიტეტო, ბიზნესის, ჯანდაცვის, თავისუფალი კრედიტების და კვლევით მოდულებად.

 

თავის მხრივ  თითოეული მოდული იყოფა შემდეგ კომპონენტებად:

 

  • ზოგადი საუნივერსიტეტო მოდული 50 ECTS კრედიტი ბიზნესის მოდული მოიცავს 55 ECTS კრედიტს, საიდანაც 5 საგანი; (30 კრედიტი - თითოეული 6 კრედიტიანი) არის სავალდებულო, ხოლო 5 საგანი (25 კრედიტი) არჩევითი;
  • ჯანდაცვის მოდულის 95 კრედიტი დაყოფილია 8 სავალდებულო (40 კრედიტი) და 11 არჩევითი საგანი (55 კრედიტი);
  • 20 თავისუფალი კრედიტი, 4 საგანი (თითოეული 5 კრედიტი);
  • კვლევითი კომპონენტები, ჯამში 20 კრედიტი - სასწავლო პრაქტიკა და საბაკალავრო ნაშრომი (10-10 კრედიტი).

 

 

იხილეთ პროგრამა