მიღების წესები

მიღების წესი
 
კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
 
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის  წარმატებით ჩაბარება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი); იხილეთ გამოცდის ნიმუში
  • კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ადგილზე ან ატვირთოთ ონლაინ

 

  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

იმ შემთხვევაში თუ საბუთებს წარმოადგენთ ონლაინ, გთხოვთ მოთხოვნილი საბუთები (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე) ატვირთოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ბმულზე

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 31 აგვისტოს ჩათვლით - ოთახი B 26 ან ელექტრონული ფორმით (ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე)
  • CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრება (ონლაინ): 2-3 სექტემბერი, 2021
  • CSB-ის მისაღები და საგრანტო ტესტირება: 6 სექტემბერი, 2021
 
გადახდის პირობები


სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
   

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს (აღნიშნული პირობის ცვლილება განპირობებულია საერთო სამაგისტრო გამოცდის, საგრანტო ქულის გამოსათვლელი ფორმულის ცვლილების გამო, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წელს განახორციელა)
     
     

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 7 500 ლარი 3 750 ლარი  2 625 ლარი 


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.