აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- დასაშვები ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი / Master of Healthcare Management.
პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და მიზნად ისახავს ჯანდაცვის მენეჯმენტის ძირითადი თეორიული, პრაქტიკული, ფუნქციური და ანალიტიკური კომპეტენციების განვითარებას. სტუდენტი ეუფლება ჯანდაცვის მენეჯმენტის, მმართველობითი აღრიცხვისა და კონტროლის, ჯანდაცვის მარკეტინგის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ოპერაციების მენეჯმენტის, ჯანდაცვის ორგანიზაციების სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების ძირითად საკითხებს.
კარიერული წინსვლა: პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განავითაროს მენეჯერული კარიერა ჯანდაცვის ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სადაზღვევო კომპანიებში, საჯარო და არასამთავრობო სექტორში. პროგრამა ამზადებს სტუდენტს საშუალო რგოლის, კოორდინაციისა და საოპერაციო/ფუნქციური მართვის პოზიციებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის ადმინისტრირების, ხარისხის მართვის, პაციენტის უსაფრთხოების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, ოპერაციებისა და სტრატეგიული მართვის მიმართულებით.
მოქნილობა: სამაგისტრო პროგრამის სასწავლო პროცესი დაგეგმილია ისე, რომ სტუდენტმა შეძლოს თეორიული ცოდნის დაკავშირება ჯანდაცვის სექტორის პრაქტიკულ ამოცანებთან და მენეჯერული კომპეტენციების ეტაპობრივად განვითარება.
პროგრამა ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის გამოცდილებას და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ ჯანდაცვის სექტორში თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების, პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტებისა და ანალიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული კომპეტენციების განვითარება. პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად განავითაროს მენეჯერული, ანალიტიკური და დარგობრივი კომპეტენციები და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი თანამედროვე ჯანდაცვის გარემოში.
