მიღების წესები

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდებისჩაბარება
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
  • პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  4. 2 ფოტოსურათი 3X4 + CD
  5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  6. 2 რეკომენდაცია
  7. შევსებულიაპლიკაციის ფორმა

 

 

 

გადახდის პირობები



სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

 

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს 

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.