მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი სრული განაკვეთი

 

სპეციალობა: მენეჯმენტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი ხარისხი: მენეჯმენტის მაგისტრი 

 
მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამა არის დასავლურ ფასეულობებზე და ცოდნაზე დაყრდნობილი, პროფესიული სამეცნიერო კურსი, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტს გაუღრმავოს დარგის თეორიული ცოდნა და დაუხვეწოს თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური გზები, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი გლობალიზაციისა და კონკურენციის პირობების გათვალისწინებით. მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიისა და მისი ცალკეული ფუნქციური არეების მართვის კონცეფციების გააზრებასა და შესწავლაზე, ამავდროულად მათ პრაქტიკაში გამოყენებაში, ისე რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როდესაც გლობალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ნამდვილი ბუმია, შესაბამისი უმაღლესი და მრავალმხრივი ცოდნა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას და ერთგვარი გარანტიაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. კავკასიის ბიზნესის სკოლის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა - მენეჯმენტში, არის ერთ-ერთი ასეთი საშუალება შესაბამისი კარიერული წინსვლისათვის. პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ეძლევა მენეჯერული პოზიციების დაკავების შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მიმართულებით მოღვაწე ორგანიზაციებში.

პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია, ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს მენეჯმენტის სპეციალობას და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

კავკასიის ბიზნენის სკოლის ლექტორებისა და პროფესორების აბსოლუტურ უმრავლესობას, განათლება მიღებული აქვს ა.შ.შ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.