პროგრამის მიმოხილვა

 

პროგრამის დასახელება: მარკეტინგის სადოქტორო პროგრამა

ხანგრძლივობა: 3 წელი                                                                

სწავლების ენა: ინგლისური

მოცულობა: 60 ECTS კრედიტი და კვლევითი კომპონენტი 

 

კავკასიის უნივერსიტეტს გააჩნია სადოქტორო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა მარკეტინგის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.

 

მარკეტინგის სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე ბიზნეს სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. პროგრამა მხედველობაში იღებს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული მარკეტინგის სადოქტორო პროგრამების წარმატებულ გამოცდილებას, ასევე მარკეტინგის კვლევის სფეროს განვითარების ტენდენციებს; ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა ქცევაზე და ციფრულ თუ ბრენდის სტრატეგიაზე. პროგრამის ძირითადი მიზნებია:

 

  • მოამზადოს დოქტორანტები მარკეტინგის სფეროში კვალიფიციურ მკვლევრებად, რომლებსაც შეეძლებათ გამოიყენოს დარგის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდოლოგიები მომხმარებელთა ქცევისა და ციფრული ან ბრენდის მარკეტინგის კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად. 
  • კვლევის კომპეტენციების გამომუშავება: იმისათვის, რომ დოქტორანტებმა დამოუკიდებლად დაგეგმონ და ჩაატარონ ორიგინალური კვლევა შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სანდო მონაცემების გამოყენებას სამეცნიერო კვლევებისთვის.
  • ცოდნის გაღრმავება კრიტიკული ანალიზის საშუალებით: იმისათვის, რომ დოქტორანტებმა კრიტიკულად გააანალიზონ და შეაფასონ კვლევის შედეგები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩამოაყალიბონ ორიგინალური დასკვნები და შეიმუშაონ თეორიულად და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მარკეტინგული გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტისთვის. 
  • აღჭურვოს დოქტორანტი პროგრესული პედაგოგიური უნარ-ჩვევებით, რათა მათ ეფექტურად გადასცენ ცოდნა სწავლების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების მეშვეობით. 
  • დოქტორანტები აღჭურვოს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და  ეთიკის მაღალი სტანდარტებით, რათა მათ ჩაატარონ და განახორციელონ კვლევა კეთილსინდისიერად და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული ნორმების დაცვით.  
  • მოამზადოს დოქტორანტები იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ და ინტეგრირდნენ მარკეტინგის საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში, რათა გაუძლიერდეთ კვლევითი თვალსაწიერი.

 

ეს მიზნები შექმნილია იმისთვის, რომ მარკეტინგის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულები იყვნენ არა მხოლოდ თავიანთი სფეროს ექსპერტები, არამედ იყვნენ ეთიკური, გლობალურად ინფორმირებული და ეფექტური პედაგოგები და განმანათლებლები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ როგორც აკადემიურ, ასევე ბიზნეს სექტორში საქართველოში. 

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მარკეტინგის დოქტორი.