პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის განათლების სკოლის განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის მისიაა განათლების მართვის სპეციალისტების მომზადება მდგრადი განვითარების, შრომის ბაზრის და დარგის თანამედროვე  გამოწვევების შესაბამისად, რომლებიც განათლებას განიხილავენ როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს, საყოველთაო კეთილდღეობისა და პროგრესის ინსტრუმენტს, ხოლო მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას აღიარენებენ როგორც ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას.

 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული, კრიტიკულად, პოზიტიურად და სტრატეგიულად მოაზროვნე, ინოვაციური ხედვებისა და ეთიკური ღირებულებების მქონე პროფესიონალები რომლებიც:

 

  1. არიან ცვლილებების ლიდერები, წარმართავენ ტრანსფორმაციულ პროცესებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციების განვითარების გეგმებს, შეიმუშავებენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს მდგრადი განვითარების გამოწვევების, ადგილობრივი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, სამართლებრივი კონტექსტისა თუ საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
  2. ქმნიან დემოკრატიულ და ინკლუზიურ მართვის სისტემას, ამკვიდრებენ პოზიტიურ ორგანიზაციულ კულტურას და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს, ეფექტური კომუნიკაციის გამოყენებით ზრუნავენ ორგანიზაციისა და საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე.
  3. უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დასახული მიზნების, გეგმების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების ეფექტიან აღსრულებას არსებული რესურსების, ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური, ოპტიმალური გამოყენებით.
  4. თანაბრად ზრუნავენ საკუთარ და თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე, მოქმედებენ მაღალი აკადემიური და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით, უზრუნველყოფენ თანამშრომელთა მობილიზება-მოტივირებას, საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას და მათი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას რათა ხანგრძლივად დარჩნენ პროცესების ერთგულნი სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად.

 

 

სპეციალობები /კონცენტრაციებიპროგრამის ფარგლებში სტუდენტს აქვს საშუალება ორი კონცენტრაციიდან აირჩიოს ერთ-ერთი მიმართულება:

 

1.      სკოლამდელი და ზოგადი განათლება

2.      პროფესიული და უმაღლესი განათლება     

 

 

პროგრამის ძლიერი მხარეები

 

განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარების გამომუშავებაზე, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციების წარმატებული ფუნქციონირებისთვის თანამედროვე სწრაფად განვითარებად და მაღალკონკურენტულ სამყაროში, ცვლილებების მართვასა და ტრანსფორმაციულ მეჯენმენტზე, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებაზე და კვლევითი უნარების გამომუშავებაზე.Ø  პროგრამის მართვასა და განხორციელებაში ჩართულია თეორიული, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრები.Ø  პარტნიორი ორგანიზაციების ქსელი, რომელშიც შედის, როგორც სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ასევე კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

დასაქმების სფეროები

 

პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება ექნება დასაქმდეს:

 

  • სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძო, არასამთავრობო ან საჯარო სექტორში; 
  • განათლების სფეროში მოქმედ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგნიზაციებში;
  • განათლების საკითხებზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. 

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ ენაზე.